ქართული
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი ყვითელი ლაქებით, შესრულებული შავი და ყავისფერი მელნით,
წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უოჰ (1790), თიბათვის დ (ივნისის 4)
1. ოქმს ახლავს თეთრისა და სურსათის ხარჯის ნუსხა.
2. სამასპინძლო/სამასპინძლო ძღვენი - გლეხებზე შეწერილი გადასახადი განკუთვნილი მასპინძლობისათვის სტუმრის მისაღებად საჭირო ნივთებისა და სურსათის სახით. სტუმართა დასახვედრი ძღვენი.
3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.