ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა გორელი მეწისქვილეების, პურის გადასახადის შემცირების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მოასილისადმი, მეწისქვილეებისთვის პურის გადასახადის საფქვავის რაოდენობის მიხედვით დაწესების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1790 წ. 28 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3018
მასალა

ნაცრისფერი ქაღალდი ჭვირნიშნით და ვერჟერით, შესრულებული შავი და ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
206X136; რესტავრირებული: 212X149
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი  ადგილ ადგილ.

მდგომარეობა

რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოჰ (1790), მაისის კჰ (28).

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე XVI ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო  გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.

2. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.