ქაღალდი
ნაცრისფერი ქაღალდი ჭვირნიშნით და ვერჟერით, შესრულებული შავი მელნით.
წერტილი ადგილ ადგილ
სრული
ქორონიკონს უოჰ (1790), მაისის ე (5)
1. ოქმს ერთვის ასაკრეფი სურსათის ნუსხა.
2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.
3. სამასპინძლო/სამასპინძლო ძღვენი - გლეხებზე შეწერილი გადასახადი განკუთვნილი მასპინძლობისათვის - სტუმრის მისაღებად საჭირო ნივთებისა და სურსათის სახით. სტუმართა დასახვედრიბ ძღვენი.