ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა გოშფარ ჯავახიშვილის შვილიშვილ მღვდელ იოსებისა, წართმეული საგვარეულო მამულების დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ გარსევანისადმი, მომჩივანის საქმის სამართლიანად გამოძიების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1790 წ. 9 იანვარი.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/8824
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
1ო, 12, 38, 39
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი მწვანე, შესრულებული შავი მელნით, 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 326X212
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უოჰ  (1790), იანვრის იე (15) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1.  რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1824 წ. 30 აპრილს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

2. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი)  – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.