ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი შესრულებული შავი მელნით
წერტილი რამდენიმე ადგილას
რესტავრირებული
ქორონიკონს უოზ (1789), დეკემბრის იგ (13)
1. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო აზნაურების სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.
2. სახასო აზნაური - სამეფო აზნაური.
3. ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.