ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ავთანდილ ბაბალაშვილისa, მიმბაშ იოანე ორბელიანის მიერ ყმების უნებართვოდ მითვისების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ნასაღჩიბაშ გლახა ციციშვილისადმი, ყმების პატრონისთვის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1789 წ. 8 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/407
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
570, ,,ჩაიწერა 63 კნიღაში =49
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ცისფერი, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
  317X178
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოზ  (1789), ნოემბრის ჰ (8) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. გვიანდელი მინაწერი: ,,570 მიქელა ბაბალოვისა".

2. მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.

3. ნასახჩიბაში (არაბ.) - ნასაღჩიბაში ნაწარმოებია სიტყვა ნასაღიდან - აკლება, აწიოკება, დასახიჩრება. ნასაღჩიბაშის ტერმინი შემოვიდა \V+++ ს.-ის მეორე ნახევრიდან და ითვალისწინებდა დამნაშავეების დასჯას.  წესრიგის დაცვის მიზნით დევნიდა დანაშაულებრივ ქმედებებს.  ფიზიკური სასჯელის აღმსრულებელთა უფროსი. \V++ ს-ის მეორე ნახევარში, მოხელე, რომელიც დამნაშავეებს ასოთა მოკვეთის სისრულეში მოყვანა ევალებოდათ