ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი მწვანე, შესრულებული შავი მელნით
წერტილი რამდენიმე ადგილას
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უოზ (1789), გიორგობისთვის ჰ (ნოემბრის 8)
1. მინაწერი V-ზე დამწერის ხელით: ,,რუისული მაჭარი გაუგზავნეთ, შარბათისა“.
2. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.
3. თუნგი - ღვინის ჭურჭელი, საწყაო ღვინისა, კოკის მეათედი; 3 თუნგი = 1 ჩაფი; თუნგი = 1 ლიტრა.