ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, შესრულებული შავი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უოზ (1789), ღვინობისთვის კ (ოქტომბრის 20)
1. გვიანდელი მინაწერი: ,,ქ. მუხრანბატონის ჩამოყვანილი ჯარის მინაცემი“.
2. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.
3. ყაბზი/თარქი (არაბ.) - ხელწერილი, ბარათი, ქვითარი.