ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
სრული
უოზ (1789), ღვინობისთვის იჰ (ოქტომბრის 18)
1. საბუთი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX-ის დასაწყისში.
2. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს საბუთის დედნის აღწერილობა: ,,ლურჯ. ქაღ, ზომა 16X151/4 “ და ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: N87.
3. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.
4. სუფრაჯი/სუფრაჩი - (თურქ.) სასახლის მოხელე, რომელიც განაგებდა მეფის პირად მომსახურებას. წვეულების, სუფრის ზედამხედველი. საფარეშოს მოხელე, რომელიც მეფის პირად მომსახურებასთან ერთად, ასრულებდა მეფის მიერ ნაბრძანებ დავალებებსაც. სუფრაჯი იგივე ჩუნჩარეხი/ჩუნჩენახი. ჯერ იყო ტერმინი ჩუნჩარეხი შემდეგ შეიცვალა სუფრაჯით, ქართულად მატაკარანი. დედოფალსაც ჰყავდა სუფრაჯი. მათ საპატიო ადგილი ეჭირათ სასახლის მოხელეებს შორის. იგი მეფესთან დაახლოებული და გავლენიანი პირი იყო.
5. კოდი – 1. მარცვლეულის საზომი ერთეული, წონა ათი ლიტრისა, უდრიდა ორ ფუთსა და ¼ 2.ხის დიდი ჭურჭელი დამზადებულიგულამოღებული მორისაგან, იხმარებოდა მარცვლეულისა და ფქვილის შესანახად.