ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ვარიანელების, იასაულების მიერ ზედმეტი სამასპინძლო სურსათის მოთხოვნის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ვარიანის მოასილებისადმი, სიღარიბის გამო მთხოვნელებისთვის ნახევარი გადასახადის პატიების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1789 წ. 28 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3022
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
171X152; რესტავრირებული:  192X174
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოზ (1789), სექტემბრის კჰ (28) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1.  მინაწერები V-ზე: ა.) ,,ქ. მეთოდის კაცებს ამ სამასპინძლოსი ცხვარნახევარი შემოგვხვდა“; ბ.) ნაპატივები ცხვარი ა(1)  ½  (ერთნახევარი); გ.) ქ. ამ ზემო ცხვარნახევრის გარდა, ამათ ორის წლისა ეპატივა ძროხა ერთნახევარი და ერბო ერთი ლიტრა.

2. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში .

3. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.