ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა კარალეთელებისა, სურსათზე დაწესებული გადასახადის გარდა მოსახლეობისგან ზედმეტის მოთხოვნის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა კარალეთის მოასილებისადმი მომჩივანებისთვის ნახევარი გადასახადის პატიების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1789 წ. 28 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/415
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყავისფერი, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 332X110;  რესტავრირებული: 332X119
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოზ (1789), სექტემბრის კჰ  (28) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ერეკლე II-ის მინაწერი ოქმზე: ,,ქ. ეს ნახევარი იმიტომ ვაპატივეთ, რომ დიაღ, ძალადამართებულნი არიან".

2.  მინაწერები V-ზე:  ,,ბ (2), ქ. ძროხა; ბ (2), ქ. ცხვარი; გ (3), ქ. ქათამი; დ (4), ქ. ერბო ლიტრა“.

3. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში .