ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ნიკოლოზ თუმანიშვილისა, მდივან მანუჩარის მიერ ხუთი ურემი პურის წართმევის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ პეტრე ავალიშვილისადმი, მომჩივანის მეფის კარზე დაბარების და საქმის გარჩევამდე ნიკოლოზ თუმანიშვილის ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1789 წ. 16 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3062
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
16
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი მწვანე, შესრულებული შავი და ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
  231X165;  რესტავრირებული:  252X185
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი  ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოზ (1789), ენკენისთვის ივ (სექტემბრის16) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა 

2. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ -ზღურბლი, აღა -ბატონი, ბაში -თავი) – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების  სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების  მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).  ეშიკაღასბაში ტოგორც ტერმინი  XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი