ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ყმებისა, ბატონიშვილების მიერ შეწერილი სურსათის გადასახადის პატიების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა, ძროხის გადასახადის პატიებისა და მხოლოდ ორი ცხვრის გამორთმევის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1789 წ. 2 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/447
მასალა

 ყავისფერი ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 215X160
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოზ (1789), ენკენისთვის ბ (სექტემბრის 2) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

 მინაწერები V-ზე: 1.  ,,ქ. ამათ პატიებია ხარვარნახევარი და ათი ლიტრა;

 2. დ (4) ქ. პატიება ქათამი;

3.  გ (3) ქ. ძროხისა და ცხვრისაც.

4. ხარვარი/ხარვალი/ხალვარი - მარცვლეულის საწყაო, მარცვლეულის წონის ერთეული = ას ლიტრს, ანუ 10 კოდს.

5. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.