ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ზემო ქართლის სურსათის იასაულებისადმი, შეწერილი სურსათის უკლებლად აღების შესახებ, გარდა ,,სურსათის პატიების" ოქმში შეტანილი პირებისა

საუკუნე
XVIII
წელი
1789 წ. 17 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/243
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერშესრულებული,   ყავისფერი და შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
207X162;  რესტავრირებული: 216X180
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოზ (1789), ივლისის იჰ(18) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.