ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა გორელებისა, მათიკუთვნილი მიწების იესე ამილახვრის მიერ მითვისების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ოთარ ამილახვრისადმი, მოსავლის აღების შემდეგ იესე ამილახვრის აყრისა და სოფელ ჭალაში დასახლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1789 წ. 27 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 14/144, 59v-60r
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
9, 88
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი, მძიმე და წერტილ-მძიმე მონაცვლეობით

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უოზ (1789), ივნისის კზ (27) 

ბეჭედი
შენიშვნა

ერეკლე II-ის  მინაწერი ოქმზე: ,,ქ. ძველთაგან არა ყოფილა  და რომელიც უქნელი საქმე არის, ყველა ჩემს დროში როგორ უნდა შემოვიდეს? ამაზე ლაპარაკი აღარ უნდა. ეს არც შენი სიმძულვარე არის, არც წყრომა. სიყვარულიც არის და წყალობაცა, ამგვარ შფოთებს მოგარჩინოთ“.