ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უოზ (1789), ივნისის კვ (26)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 24 მაისს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
2. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. ქართლ-კახეთში 6 მდივანი ყოფილა. შემდეგში ერეკლეს დროს მათი რიცხვი გაიზარდა 10/11 მდივნამდე. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
3. მოურავი -ეკონომო, მეურვე, დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. იფი სამეურნეო ხასიათის ფუნქციას ასრულებს და საბუთებში გვხვდება X-XI სს-იდან. XVIII ს-შიმოურაცის როგორც მოხელის ფუნქცია გაიზარდა. იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში. ევალებოდა მართვა და კონტროლი ქალაქსა და სოფელში; ნიხრის დაწესება გასაყიდ საქონელზე; ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. ქატრტლსა და კახეთში 38-38 მოურავი იყო. იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მთავარი მოხელე იყო, მას ექვემდებარებოდნენ მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ქევხა; ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
4. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. იგი დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში წესრიგს ამყარებდა. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.