ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ამილახვრისშვილებისა, ჯარში გასაწვევი ხალხის და სურსათის გამოსაღების ცალ-ცალკე შეწერის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ქაიხოსრო და მიმბაშ ბეჟან ამილახვრისადმი, გაყრამდე ყველა გამოსაღების ერთად გადახდის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1789 წ. 2 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 14/148-149, 61r
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
89
მასალა

 ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოზ (1789), თიბათვის ბ (ივნისის 2)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1880-1900 წწ.-ში.

2. მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი; მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. მინბაშს ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები არიან და საპატიო მოხელეებად ითვლებიან. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა