ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა ტეტია თარხნიშვილისადმი, სამოასილოს გამოღმა მხრის სარბევიდან ხელწერილით თოფჩებისთვის ოცი თუმნის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1789 წ. 4 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1987
მასალა

  ქაღალდი ყვითელი, შესრულებული  შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
100X165; რესტავრირებული:115X184
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

 წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოზ  (1789), მაისის დ (4) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. სარბევი - იგულისხმება  ყმებისაგან გადასახადების აღება.

2. თოფჩი (სპარს.) -  მეზარბაზნე, მეთოფე.   

3. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.