ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილ-მძიმე რამდენიმე ადგილას
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უოზ (1789), იანვრის კე(25)
1. მოქალაქე - იგულისხმებოდა თბილისში მცხოვრები ვაჭრები და ხელოსნები. ერეკლე II ხელს უწყობდა მოქალაქე ვაჭარ-ხელოსანთა უფლებრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მათ მიერ შექმნილი დოვლათი აძლიერებდა ქვეყნის ეკონიმიკას. 1770 წ. მეფე ერეკლემ დააკანონა მათთვის ხელსაყრელი საკუთრების ქალაქური წესი - უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქის ქონება მეფეს აღარ მიჰქონდა, როგორც ეს ძველად იყო, არამედ მოქალაქის თუნდაც შორეულ მემკვიდრეს რჩებოდა.
2. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.