ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მემანდარბაშ თომა მეღვინეთხუციშვილისადმი, ლეკებისგან ქართველი ტყვეების დახსნის დროზე მოგვარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 27 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/877
მასალა

ქაღალდი მწვანე, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და ტირე ერთ ადგილას

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოვ (1788),  დეკემბრის კზ (27)

ბეჭედი
შენიშვნა

 1. მემანდარი/მეხმანდარი იგივე მესტუმრე; მეფის კარის მოხელე. ექვემდებარებოდა ეშიკაღასბაშს.  ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით XVII ს.ში მეფე როსტომმა მესტუმრეს მემანდარი უწოდა და მას შემდეგ საბუთებში ორივე ტერმინი გვხვდება ერთი და იგივე მნიშვნელობით. მესტუმრის საზრუნავი სტუმრები ძირითადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულები  იყვნენ. მათ მოვალეობას სტუმრებზე ზრუნვა, მათი გაცილება და გზაზე შესაფერისი დახმარების აღმოჩენა შეადგენდა.  ყოფილა ორი მემანდარბაში და და შვიდი მემანდარი. ზოგიერთ ცნობაში გიორგი XII-ის დროს მოხსენიებულია ორი მემანდარბაში და  და ოთხი მემანდარი.

2. მემანდარბაში/მეჰმნდარბაში/მესტუმრეთუხუცესი - მემანდრეების უფროსი, რომელიც მითითებებს  და ბრძანებებს აძლევდა თავის ხელქვეითებს.