ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა ოთარ ამილახვრისადმი, საამილახვროში ეშიკაღასბაშ რევაზ [ენდრონიკაშვილის] და მამუკა ხიდირბეგიშვილის მიერ აყრილი ყმების ადგილზე დატოვების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 17 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/2510
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
75
მასალა

 ყვითელი  ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
178X111;  რესტავრირებული: 202X125
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უოვ  (1788), ნოემბრის იზ (17) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და  არმის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან. არმისა (სასახლის) და ხალვათხანის (ქარხნების) ეშიკაღასბაშები სასახლის ხელშინაური მოხეელები არიან.