ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ღია მწვანე, შესრულებული შავი მელნით
რესტავრირებული
ქორონიკონს უოვ (1788), ღვინობისთვის ლა (ოქტომბრის 31)
1. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა - ბატონი, ბაში - თავი) – იგივე მანდატურთუხუცესი; მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ქარხნებისა - ორი) და არმის (სასახლის - ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.
2. ეშიკაღასბაში ხალვათხანის - თიხის ჭურჭლის ქარხნის ზედამხედველი და გადასახადების ამკრეფი.ყოფილა ორი ხალვათხანის ეშიკაღასბაში.
3. ხალვათხანა - ხელოსნების უბანი, სადაც ძირითადად თიხის ჭურჭელს ამზადებდნენ, თიხის ქარხანა.