ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უმჱ (1760), თიბათვის იდ (ივნისის 14).
1. რეგისტრირებულია რუსული ადმინისტრაციის მიერ 1850 წ. 21 მაისს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
2. მინაწერი: ქ. მე, ზურაბი ბოქაულთუხუცესი ამისი იასაული ვიყავი; როგორც ამ განაჩენით სწერია მეითრიშვილმან პაატამ ასე დაიფიცა ღმრთის წინაშე. ეს ჩემი ხელია. თიბათვის ცხრამეტს, ქორონიკონს უმჱ (1760 წ.).
3. პირი, ფ. 1753/52; გვ.99.
4. ბოქაულთუხუცესი (თურქ.) - საპატიო მოხელე; მეფის მხლებელთა უფროსი, ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორცაღმასრულებელი აპარატისმოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს; ბოქაულების უფროსი. ბოქაულთუხუცესი ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდა. საპატიო საპოლიციო მოხელე. სასამართლოსა და პოლიციის ბოქაულების უფროსი ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორც აღმასრულებელი აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს, იღებდა მონაწილეობას სასამართლო გარჩევებში და სისრულეში მოჰყავდა განაჩენები. ბოქაულთუხუცესი როგორც საპოლიციო აპარატის, ისე სასამართლოს მოხელე iyო, ეშიკაღასბაშის შემდეგ პირველი ადგილი eჭიra და მას ექვემდებარებოდა. მეჯლისის დროს წესრიგს იცავს, იღებს სტუმრებს და უჩვენებენ შესაფერის ადგილს. იგი საპატიო და შემოსავლიანი სახელოა. ბოქაულთუხუცესის თანამდებობა უფრო ძველია ვიდრე ეშიკაღასბაშის (XVI ს-დან იხსენიება). დასავლეთ საქართველოში საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი ბოქაულთუხუცესი იყო. ეშიკაღასბაშის სახელო არ არსებობდა.
5. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.