ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მცხეთის მოურავ დავითისადმი, საეკლესიო მიწის ღალიდან ათისთავის და ,,საწყლისპიროში“ კონის ჩადგმის სარგოს ეკლესიისთვის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 16 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
ექსცერპტი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1451/1, 21/194v
მასალა

ქაღალდი მწვანე დაწერილი, ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონი  უოვ (1788), ოქტომბრის 16

ბეჭედი
შენიშვნა

1. ექსცერპტი, 1451/1-21, 194v, სამთავროს ეკლესია.

2. კონი - ზამთრობით თევზის საჭერი კოკოზები (გოდრები) დაწყობილი პირაღმა მდინარე წყალზე, საცა უფრო ჩქარია. რომ თევზი მოიმწყვდიოს, შიგადაშიგ მის დასამაგრებლად ქვით სავსე გოდრებია წაწყობილი.

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

4. ღალა (არაბ. ღალალ) - პურეულის, ყანის მოსავლის ნაწილის  გადასახადი მიწის სარგებლობისთვის მიწათმფლობელისათვის.

5. საწყლისპირო“  - სათევზაო ადგილს ნიშნავს.