ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ქიზიყის ნაცვალ იოსებისადმი, ქევხა თარიმანისთვის ბოძებული ბეითალმანი მამულის დამტკიცების და ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 4 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/433
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
1
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
234X183; რესტავრირებული: 240X205
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოვ (1788), სექტემბრის დ (4) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ნაცვალი - მოხელე, ვინმეს მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას;  სოფლად - მოურავის მოადგილე.  იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. ევალებოდა ვაჭრების მეთვალყურეობა; მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.

2. ქევხა/ქემხა (სპარს.) - მამასახლისი, მოურავის ქვეშევრდომი სოფლად, მისი ფუნქცია იყო სოფლებში წესრიგის დაცვა; სისრულეში მოყავდა განაჩენის გადაწყვეტილება. ქალაქში საპატიო მოქალაქედ ითვლებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალაქის მართველობის წვრილმან საქმიანობაში. სოფლის ქემხა გზირზე მაღალი თანამდებობის იყო და სოფლის მამასახლისის ფუნქციები ჰქონდა.

  3. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.