ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა ლაშქარნივის მანუჩარისადმი, თოფხანაში ჯარისკაცებისთვის მაისის მორიგის თეთრიდან სამი თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 25 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/4530
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
7
მასალა

თეთრი ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
92X152
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოვ (1788) აპრილის კთ (29) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთის V-ზე მინაწერი შავი მელნით: ,,ამ ბარათის თეთრი მამებარა თოფჩიბაშს, პაატა (ხელრთვა)“.

2. თოფჩიბაში (სპარს.) სამხედრო მოხელე, მეთოფე ჯარისკაცების მეთაური; ეს თანამდებობა   XVIII ს--ის მეორე ნახევარში დამკვიდრდა ერეკლე  II-ის დროს.  

3. თოფხანა - 1. დაწესებულება, სადაც თოფ-იარაღი ინახებოდა, საცავი; 2. თოფ-იარაღისა და ზარბაზნების დასამზადებელი ქარხანა; არტილერიის სახლი, არსენალი.

4. ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში  ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.