ქაღალდი
ყვითელი ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
რესტავრირებული
ქორონიკონს უოვ (1788) მაისის იდ (14)
მეფე აფრთხილებს ბატონიშვილებსა და ამილახვარს ლეკების შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ახალგაზრდობითა და გამოუცდელობით ქვეყნის საზიანოდ შეცდომა არ დაუშვან: ,,ჩვენი შვილი იულონ და ჩვენი შვილიშვილი დავით, რომ მანდ არიან ეგენიც ყმაწვილები არიან და შენც ყმაწვილი კაცი ხარ და ვინიცობა არის მანდეთკენ ლეკის მდევრობა მოხდეს რამე, ხუმრობა არ არის ასეთი საქმე არა ჰქნათ რა რომ ან თქვენი საზიანო იყოს რამე და ან ქვეყნის".