ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა პაატა მამაცაშვილისა, ურჩი ყმის იასაულის ძალით დამორჩილების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მამაცაშვილის ყმისადმი, ბატონთან ურჩობის შემთხვევაში მკაცრად დასჯის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 8 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 46/102; 70rv
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოვ (1788), მაისის ჰ (8) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. ოქმს ახლავს 23 აგვისტოს განკარგულება ერეკლე II-ის ბატონიშვილი იულონისადმი, მომჩივნების სამართლიანად გარიგების შესახებ.

2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1825 წ. 13 აპრილს, სოვეტნიკი შერმაზან აფხაზოვი.

3. მინაწერი: ,,მივიღე დეკანოზმა ზაქარია მამაცოვმა'.

4. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.