ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყვითელი, შესრულებული ყავისფერი მელნით
რესტავრირებული
ქორონიკონს უოვ (1788) აპრილის კთ (29)
1. თოფჩიბაში (სპარს.) სამხედრო მოხელე, მეთოფე ჯარისკაცების მეთაური; ეს თანამდებობა XVIII ს-0ს მეორე ნახევარში შემოვიდა ერეკლე II-ის დროს.
2. მელიქი (არაბ.) - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეთი, ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი XVI ს-ში შემოვიდა.
3. მელიქ-მამასახლისი - XVIII ს-ის დასაწყისში მელიქისა და მამასახლისის თანამდებობები შეერთდა და მელიქ-მამასახლისი ეწოდა, რომელსაც განსხვავებული ფუნქცია ქონდა და ექვემდებარებოდა მელიქს. მის ფუნქციებში შედიოდა სამეფოს საფინანსო საქმიანობის მოწესრიგება და ქონებრივი აღებ-მიცემობის შინაარსის საბუთების დამტკიცება. მაგ. ნასყიდობის წიგნების.