ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა ლაშქარნივისებისადმი, დიდგორზე სამორიგეოდ დავით ხუცისშვილისთვის ,,ქალაქის პირის" მორიგიდან სამი ყარაულის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 11 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/4850
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
339
მასალა

ნაცრისფერი ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული  ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
42X161
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უოვ (1788) აპრილის ია (11) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1.  საბუთს V-ზე ახლავს მინაწერი შავი მელნით: ,,ქ.იასე უზბაშის თაბუნიდამ მიეცა მაისის  მორიგიდამ“.

2. ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში  ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.

3. უზბაში (თურქ.) - ასისთავი, ასეულის უფროს; იგი მინბაშის ხელქვეითი მოხელე და  სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა.     XVII ს-ში მეფის მცვეთა რაზმის უფროსი საქართველოში ყოფილა  სამი უზბაში. თითოეულ მათგანს ორმოცი მეთოფე ჰყოლია. XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს ფუნქცია შეეცვალა და ჯარის ასეულის უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა ჯარისკაცების წესრიგზე  ზრუნვა. საბუთებში გვხვდება როგორც უზბაში ისე ასისთავი.