ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უოვ (1788), თებერვლის კთ (29)
1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1822 წ. 19 სექტემბერს, სოვეტნიკები: გაბრიელ რატიევი, ოთარ ქობულოვი.
2. მინაწერი: ,,ნამდვილი წერილი მივიღეთ: დავით ტუსიევი, პაატა ტუსიევი, გრიგოლ ტუსიევი".
3. მოლარეთუხუცესი – მსახურთუხუცესის ხელქვეითი მოხელე, სალაროს გამგე, მოლარეთა უფროსი, ევალებოდა სამეფო სალაროს ზედამხედველობა; სალარო ისევე როგორც საჭურჭლე სახელმწიფო ხაზინას წარმოადგენდა, სადაც საგანძური და ფული ინახებოდა. იგი მეფის ბრძანებით გასცემდა ხელფასს, საჩუქრებს. მისი შემოსავალი ნაზირის სარგოს უთანაბრდებოდა. მაგრამ სალაროს ნაზირის თანამდებობა უფრო საპატიო იყო.
4. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.