ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ სულხანისადმი, კაკაბეთის ბოლოს მდებარე ორი არხის ალავედის წმიდა გიორგის ეკლესიისთვის ხელახლა შეწირვის და იქ მსახლობელი თათრების ქემხად სეფი ოღლი მამად ყულის დანიშვნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 1 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/40
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
7; 8
მასალა

ნაცრისფერი ქაღალდი ჭვირნიშნით, დაწერილი ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

მძიმე რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოვ (1788), თებერვლის ა (1)

ბეჭედი
შენიშვნა

1. მინაწერი საბუთის ბოლოს იმასვე ხელითა და მელნით: ,,ნამდვილისა თანა შესწორებით გარდმოწერილ არს“.

2. მინაწერი V-ზე: ,,ალავერდისა N192; пр. 476  алавердий  царь Ираклии.

3. ქემხა/ქევხა - მამასახლისი.

4. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა -ნ ბარონი, ბაში - თავი)  – (იგივე მანდატურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდასწასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და  არმის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან. არმისა (სასახლის) და ხალვათხანის ქარხნების) ეშიკაღასბაშები სასახლის ხელშინაური მოხეელები არიან.