ქაღალდი
ნაცრისფერი ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული ყავისფერი და შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უოვ (1788) იანვრის იგ (13)
1. ფარულად ბურნუთის გაყიდვაზე დაწესებული იყო ჯარიმა და საქონლის სრულად წართმევა, რადგან ,,ბურნუთის იჯარა ქვეყნის გამოსაყენებლად“ იყო დაწესებული.
2. პირი, ფ. 1461, 11/42, გვ.13v.
3. თავლიდარი/თავილდარი - მოხელე, რომელიც იბარებდა სამეფო შემოსავალს როგორც ნატურით ისე ფულად და აწარმოებდა ანგარიშს. მოლარეთუხუცესის თანაშემწე. საბა მას ქართულად გამგეთუხუცესს უწოდებს. პ. უმიკაშვილი - ,,მოხელე შემოტანილ-შემოსატანის, შემოსავლის, ნივთის ანუ ფულის მიმღებელი, მბარებელი“. იგი სამეურნეო ხასიათის მოხელეა, მმართველობის სამეურნეო და საფინანსო ხასიათის დარგში. სალაროს თავლიდარი და საჯინიბოს თავლიდარი. თავლიდარი ინახავდა ნივთებს საწყობში, გასცემდა მას და აწარმოებდა ანგარიშს. ქარხნის შემოსავლის თავლიდარი, სამდივანბეგოს შემოსავლის თავლიდარი …
4. ბურნუთი - საყნოსი თამბაქო, წვრილად დაფქული და გაცრილი; თუთუნი, წეკო, თამბაქო.