ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ოთარ ამილახვრისადმი, მინბაშ გოგია ციციშვილის მიერ ზემო ქართლში სასწრაფოდ ჯარის შეკრებისა და 3 იანვარს მეფესთან გამოცხადების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 2 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/2507
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
10; 372
მასალა

 ჭვირნიშნიანი ქაღალდი ღია მწვანე, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
160X167; რესტავრირებული:172X193 
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უოვ (1788) იანვრის ბ (2) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

 1. პირი, ფ.1461, 11/38, გვ. 12r.

2. მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი; მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა  ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ  ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.