ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მდივან-ლაშქარნივის მანუჩარისადმი, მადნის მორიგეების თეთრიდან ყარაულებისთვის ორი კვირის ჯამაგირის განაწილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1787 წ. 6 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/214
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი ჭვირნიშნით, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
171X124
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

სრული

მითითებული თარიღი

ჩღპზ (1787), დეკემბრის ვ (6) 

დამტკიცება

სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონი; მდივანი იოსები; მამასახლისი აშხარბეგ [ბებუთაშვილი]

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები
შენიშვნა

1. ოქმს ახლავს ყარაულების ნუსხა,

2. მინაწერი V-ზე: ,,ქ. რაც მორიგიდამ ბარათით თეთრი მისცემია“.

3. ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში  ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.

4.მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.