ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უოე (1787), დეკემბერის დ (4)
დედოფალი დარეჯანი, ბატონიშვილები: გიორგი, იულონი და ვახტანგი
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები. 2008 წ. გვ.160
1. საბუთი გადაწერილია XX ს-ის დასაწყისში.
2. რეგისტრირებულია რუსულიადმინისტრაციის მიერ 1823 წ. 4 ოქტომბერს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.
3. გადაწერილი პირის სისწორეს ადასტურებს სოვეტნიკი ორბელიანი: ,,ასლთან თანასწორეთ არის შემოწმებული. სოვეტნიკი თ(ავად)ი ორბელიანოვი".
4. მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი; მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ. მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი. XVIII-ის II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის უფროსებად მინბაშები დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაშები ციხის უფროსობის გარდა ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები იყვნენ და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.