ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უოე (1787), აგვისტოს ია (11)
მუშრიბი (სპარს/არაბ. - კომენტარი ) - მწერალი, მოანგარიშე, ზედამხედველი; მოხელე, რომელიც აწარმოებდა, როგორც სამეფო კარის, ასევე დიდმოხელეების მიმოწერას და შემოსავლების ანგარიშს მწერალი“. მუშრიბი ივ. ჯავახიშვილის აზრით იყო ზედამხედველი, მეთვალყურე და მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში შედიოდა. მის მოვალეობას წარმოადგენდა ანგარიშის წარმოება, დავთარში შემოსავალ-გასავლის ჩაწერა და საერთოდ საქმის წარმოება. მუშრიბი ისევე როგორც თავლიდარი ყველა ქარხანაში და სალაროში იყო. იგი სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა და სარგოსაც იმის მიხედვით ღებულობდა.