ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა თბილელ გერმანესი, სიონის ეკლესიის ოს და ქართველ საეკლესიო ყმებისგან დაწესებული ღალის დროულად გამორთმევის და ეკლესიისთვის მიბარების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მარტყოფის მოურავისადმი, ღალის დროულად აკრეფის და თბილელის სახლთუხუცესისთვის მიაბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1787 წ. 9 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/1884
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
122, 191
მასალა

ქაღალდი თეთრი დაწერილი შავი მელნით 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოე (1787), აგვისტოს თ (9)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX ს-ის დასაწყისში.

2. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს საბუთის დედნის ზომა: გვ.1 - 201/2X14; გვ.2 - 161/2X12 და ძველი საარქივო-სააღრიცხვო ნომერი: N191, 122.

 3. საბუთს არშიაზე ახლავს ოქმი ბატონიშვილ თეიმურაზისა მარტყოფის მოურავისადმი, მარტყოფში მდებარე თბილელის კუთვნილი ზვრის ხელშეუხებლობის შესახებ

4. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

5. ღალა (არაბ. ღალალ) - პურეულის, ყანის მოსავლის ნაწილის  გადასახადი მიწის სარგებლობისთვის მიწათმფლობელისათვის.