ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა დიღმის მამასახლისისადმი, ივნისის თვის მორიგიდან დიდგორის, ვერისხევის და სხალნარის ყარაულებისთვის ცხრა კაცის მიშველების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1787 წ. 27 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/4852
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
349
მასალა

 ნაცრისფერი ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
107X165
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოე (1787), მაისის კზ (27)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. პირი, ფ. 1461, 11/15. 6v.

2. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე" მოხელე ქალაქსა და სოფელში, რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. მამასახლისი მოხელეებს ეხმარებოდა გადასახადების აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანათ. იგი მონაწილეობას იღებდა  მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა და თავისუფლდებოდა გადასახადებისგან.