ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა როსტომ ჩარუხაშვილისა, შერმაზან ანესაშვილის მიზეზით ავადმყოფი ნათესავის გარდაცვალების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ თომა ჩიკოტიძისადმი, დამნაშავის მეფის სამართალში მიყვანის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1787 წ. 19 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1415
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
ა-176
მასალა

თეთრი ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული შავი და ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
182X103
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოე (1787), მაისის ით (19)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. გვიანდელი სათაური: ,,ანესაშვილზედ საჩივარი".

2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.