ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ფირან შაბურიშვილისა, მისგან გაქცეული ყმის დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ ბეჟან ზანდუკელისადმი, შაბურიშვილისთვის ყმის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1787 წ. 19 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
შიფრი
1450, 39/192, 147v-148v
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოე (1787), მიასის ით  (19) 

ბეჭედი
შენიშვნა

1.  რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 22 აგვისტოს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.