ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მოურავ თამაზის საუფროსო წილის პაპუა, ქაიხოსრო და დავითს შორის განაწილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1759 წ. 27 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 12/6, 2v
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8625
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უმზ (1759), ოქტომბრის კზ (27)

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.

2. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ. მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

3. საუფროსო - გაყრისას ქონების თანასწორად გაყოფის წინ უფროსი ძმისთვის მიკუთვნებული ქონების ნაწილი - ყოველ ოც კომლ გლეხზე ერთი საუკეთესო კომლი.

4. კომლი/საკომლო - გლეხის მეურნეობის ერთეული -  ,,საგლეხო მამული" ანუ ,,საკომლო". საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკომლოს რაოდენობა განსხვავებული იყო იმის მიხედვით თუ რა დარგი იყო განვითარებული, ან მიწის ნაყოფიერება როგორი იყო.