ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ჯვარის მამა ანტონ დიასამიძის მიერ ოდიშიდან დირბში ჩასახლებული ჯვრის მონასტრის ყმის კოჩა ლაშხის სასოფლო გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1787 წ. 30 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/824
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
2
მასალა

თეთრი ქაღალდი ჭვირნიშნით, შესრულებული შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
117X123
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 რესტავრირებული 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოე (1787), აპრილის ლ (30)

დამტკიცება

ბატონიშვილი გიორგი

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

 ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.149

შენიშვნა

ჯვარის მამა -  იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, გამოგზავნილი საქართველოში იერუსალიმის ქართული ეკლესიების კუთვნილი ყმა-მამულის სამართავად. ისინი აკონტროლებდნენ საქართველოში მდებარე იერუსალიმის სამონასტრო ქონებიდან გადასახადების აკრეფას,  ნიშნავდნენ მოურავებს სოფლებში სადაც ჯვრის მონასტრის მამული მდებარეობდა. თბილისში სიონის ტაძრის პირდაპირ მდებარეობდა ჯვარისმამის ეკლესია, რომელიც ,,ჯვარის მამის" ადგილსამყოფელს წარმოადგენდა. გარდა ეკლესიისა ჯვარის მამებს თბილისში საცხოვრებელი სახლებიც ჰქონდათ, ბოძებული ქართველი მეფეების მიერ.