ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, შესრულებული ყავისფერი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უოე (1787), აპრილის იბ (12)
ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.