ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განკარგულება ერეკლე II-ისა ლაშქარნივისებისადმი, დავით ხუციშვილისთვის დიდგორის საყარაულოდ ,,ქალაქის პირის“ მორიგეებიდან ერთი თვით სამი ქვეითი კაცის მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1787 წ. 11 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1461, 11/5, 3v
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8600
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უოე (1787), აპრილის ია (11) 

ბეჭედი
შენიშვნა

ლაშქარნივისი– ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში  ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.