ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, შესრულებული შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ
რესტავრირებული
ქორონიკონს უოე (1787), იანვრის იდ (14)
1. ლაშქარნივისი – ,,საქართველოს სამხედრო კანცელარიის მოხელე, ლაშქრის მწერალი და ანგარიშის შემნახველი" - ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმების შედეგად; ევალებოდა მოსახლეობის აღწერა, ჯარში გასაწვევი ხალხის სიების შედგენა, სამხედრო ხასიათის მიმოწერის წარმოება, ჯარისთვის ჯამაგირის გაცემა; XVIII ს-ში ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნივისი ყოფილა.
2. უზბაში (თურქ.) - ასისთავი, ასეულის უფროს; იგი მინბაშის ხელქვეითი მოხელე იყო და სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა. XVII ს-ში მეფის მცვეთა რაზმის უფროსი საქართველოში ყოფილა სამი უზბაში. თითოეულ მათგანს ორმოცი მეთოფე ჰყოლია. XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს ფუნქცია შეეცვალა და ჯარის ასეულის უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა ჯარისკაცების წესრიგზე ზრუნვა. საბუთებში გვხვდება როგორც უზბაში ისე ასისთავი.