ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ციხედიდის ეკლესიის დეკანოზ ტერ არაქელასი, მაცხოვრებლების მიერ ეკლესიის გალავანში ნაგავის დაყრის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მელიქ ავეტიქასადმი, ეკლესიის გალავანთან მცხოვრებლებზე ყადაღის დადებისა და ნაგავის დაყრის შემთხვევაში დიდი ჯარიმის დაწესების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1786 წ. 17 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 52/96, 79v-80r
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოდ (1786), ნოემბრის იზ (17) 

ბეჭედი
შენიშვნა

1.  რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1826 წ. 17 ივლისს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

2. მელიქი  (არაბ.)  - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი; ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციასაც ითავსებდა; ევალებოდა ქალაქში სისუფთავის და წესრიგის დაცვა. თბილისის სომეხ-ვაჭარ-ხელოსანთა მეთაური; მელიქის თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო .