ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი ყვითელი ლაქებით, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონი უმზ (1759), მაისის ით (19)
დედოფალი დარეჯანი, ბატონიშვილები: გიორგი, ვახტანგი და მეფის რძალი ქეთევანი (ბატონიშვილ გიორგის თანამეცხედრე)
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.32
ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.