ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი ყავისფერი, შესრულებული ყავისფერი და შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
რესტავრირებული
ქორონიკონი უოდ (1786), ნოემბრის გ (3)
1. პირები: ფ. 1461, 10/34,15rv.
2. ფ.1753/65, გვ.66-67.
3. მიმბაში/მინბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი. მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ. მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი. XVIII-ის II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის უფროსებად მინბაშები დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარშიწესრიგის დაცვა. მაშასადამე მინბაში ციხის უფროსობის გარდა ჯარის სამხედრო მეცადინეობასაც ხელმძღვანელობდნენ. ისინი სამეფო სამხედრო უწყების მოხეელები და საპატიო მოხელეებად ითვლებოდნენ. მინბაში ზოგჯერ ქალაქის კომენდანტადაც ინიშნებოდა.
4. ეშიკაღასბაში – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და არმის (ორი). ეს ტერმონი მეფე როსტომმა შემოიღო XVII ს-ში . ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი და თალიში.
5. თალიში - საბა-სულხან ორბელიანის განმარტებით მტარვალს ნიშნავს. ისინი სასახლის დაცვაში მონაწილეობდნენ ყაფიჩებთან ერთად.
6. ყაფიჩი (ოსმ.) - მცველი, მეკარე, საპოლიციო აპარატის ხელჯოხიანი დაბალი ჩინის მოხელე (პოლიციელი), ისევე როგორც იასაული, მხოლოდ უფრო მაღალი რანგის. მას სასახლის დაცვა ევალებოდა. ექვემდებარება ეშიკაღასბაშსა და ბოქაულთუხუცესს. მისი ფუნქცია საპოლიციო ადმინისტრაციული ხასიათისაა. ისინი მეფისა და მისი დარბაზის მცველები არიან. გარდა ამისა მათ ევალებოდათ გადაწყვეტილების და განაჩენების სისრულეში მოყვანა. ყოფილა ერთი ყაფიჩიბაში და 15 ყაფიჩი. ზოგიერთი ცნობით კი 26.