ქაღალდი
ქაღალდი მწვანე, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და ტირე ერთ ადგილას
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უΩზ (1779), ღვინობისთვის კჰ (ოქტომბრის 28)
1. საბუთი გადაწერილია XIX-ის დასაწყისში.
2. ნაზირი {არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფევ როსტომის დროს. ერთ-ერთი საპატიო მოხელე მეფის კარზე; მეფის საპაროს ზედამხედველი.; სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“) მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.
3. მემანდარი/მეხმამდარი (იგივე მესტუმრე) - მეფის კარის მოხელე. ექვემდებარებოდა ეშიკაღასბაშს. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით XVII ს.ში მეფე როსტომმა მესტუმრეს მემანდარი უწოდა და მას შემდეგ საბუთებში ორივე ტერმინი გვხვდება ერთი და იგივე მნიშვნელობით. მესტუმრის საზრუნავი ძირითადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტრუმრები იყვნენ. მათ მოვალეობას სტუმრებზე ზრუნვა, მათი გაცილება და გზაზე შესაფერისი დახმარების აღმოჩენა შეადგენდა. რადგან მესტუმრე უცხოელ სტუმრებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მის ფუნქციებში სამეფოს საგარეო ურთიერთობის საკითხების მოგვარებაც შედიოდა და ხშირად სხვა ქვეყნებშიც აგზავნიდნენ გარკვეული დავალების შესასრულებლად. იგი ღებულობდა საჩუქრებს სოფლებიდან, ყოფილა ორი მემანდარბაში და შვიდი მემანდარი.